ერთ საღამოს მოცარტთან მივიდა შავებში ჩაცმული უცნობი და მუსიკალური ნაწარმოები დაუკვეთა. ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო, ვინაიდან იმ დროში , შეძლებული, წარჩინებული პირები, თვით მეფეებიც კი ხშირად მიმართავდნენ ცნობილ მუსიკოსებს, რათა შეექმნათ მუსიკალური ნაწარმოები საკუთარი სასახლის კარის ორკესტრისათვის, კაპელისათვის, ან კიდევ თეატრისათვის. მაგრამ მოცარტი დიდად გააოცა იმ ფაქტმა, რომ უცნობმა , გარდა იმისა, რომ არ დაასახელა ვინაობა, მისი დაკვეთაც უცნაური, ერთობ უჩვეულო იყო : რეკვიემი მისი უკანასკნელი ნაწარმოები გახდებოდა!
შემდგომში გაირკვა, რომ იდუმალების ბურუსით მოცული უცნობი ყოფილა დიდგვაროვანი წარჩინებულის – გრაფ ვალზეგის მოსამსახურე. გრაფს, თურმე, მოუსურვებია რეკვიემის შესრულება ცოლის გარდაცვალების გამო , და ამასთან , სურდა რეკვიემი საკუთარ ნაწარმოებად გაესაღებინა.
...1791 წელი... დეკემბრის ცივი საღამო იყო. ავადმყოფ მოცარტს მისი ერთგული მოწაფე და მეგობარი ფრანც კსავერ ზიუსმაიერი გვერდიდან არ შორდებოდა, მომაკვდავი კომპოზიტორი უხსნიდა, თუ როგორ დაესრულებინა რეკვიემი მისი გარდაცვალების შემთხვევაში.მოცარტი იმ საღამოს გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ გენიალური ქმნილება, რეკვიემი მართლაც მისმა მოწაფემ ავტორისეულ მითითებებზე,ესკიზებსა და ჩანაწერებზე დაყრდნობით დაასრულა.
Tuesday, April 3, 2012
მოცარტის თავგადასავალი ჯუნგლებში, ანუ როგორ აღიქვეს ველურებმა მოცარტის სიმფონია?
ეს მოხდა არც ისე შორეულ წარსულში. რამდენიმე ათეული წლის სინ ფრანგი მოგზაური და მკვლევარი ალან გეერბრანტი მდინარე ამაზონის ნაპირებზე მცხროვრებ ველურ მაკირიტარეს ტომს შეისწავლიდა.
გაირკვა, რომ ამ ტომის ბინადარნი მთლიანად მოწყვეტილნი ყოფილან ცივილიზაციას. მათ არ სცოდნიათ, თუ რა ხდება ჯუნგლის საზღვრებს მიღმა. არ იცოდნენ, თუ რატომ ენაცვლება დღეს ღამე, რა არის ბორბალი, რისთვის არსებობს წიგნი, არც იმას უწყოდნენ რომ სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობდნენ და არა, ვთქვათ ჩრდილოეთ პოლუსზე. მოკლედ, ცხოვრობდნენ ისევე, როგორც ათეული და ასეული ათასი წლის წინათ პირველყოფილი ადამიანები.
მოულოდნელმა აღმოჩენამ დიდად ჩააფიქრა ფრანგი მკვლევარი, მოგვიანებით კი ბევრი სხვა მეცნიერიც. მათ, ვისაც წაუკითხავთ წიგნი, ან უნახავთ კინოფილმი ინდიელებზე, ეცოდინებათ, რომ ინდიელები ერთობ თავშეკავებული, დინჯი ხალხია. ისინი ძნელად ავლენენ თავის ემოციებს : ვერც გაუსაძლის ტკივილს, ვერც ძლიერ გაბრაზებას და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც დიდ სიხარულს ძალუძს შეარყიოს ინდიელი მონადირე–მეომრის სიდინჯე. მისი სახის ნაკვთები თითქმის არ გამოხატავს კონკრეტულ ემოციას. ხოლო მოცარტის 26–ე სიმფონიამ ინდიელების ატირება შეძლო . ფრანგმა მოგზაურმა, ალან გეერბრანტმა ექსპედიციაში თან წაიღო მუსიკალური ჩანაწერები,რათა ამ ადამიანებისათვის მოესმენინებინა სხვადასხვა სტილისა თუ ჟანრის მუსიკა. შედეგმაც არ დააყოვნა.
ჯუნგლებში, ამ უჩვეულო კონცერტებზე სხვა საოცარი აღმოჩენების დაფიქსირებაც მოუწია ფრანგ მკვლევარს: სულ სხვაგვარად მიიღეს ინდიელებმა მოძრავი,საცეკვაო რიტმები ,ამ ჟანრს აბსოლუტურად გულგრილად შეხვდნენ.

Subscribe to:
Posts (Atom)