Rock

         
  როკი დღეისათვის ყველაზე გავრცელებული და პუპულარული მუსიკალური ჟანრია მთელ მსოფლიოში. ეს მუსიკალური მიმდინარეობა 1940-იან 50-იან წლებში ჩამოყალიბდა და თავდაპირველად განსხვავებული სახე და სახელწოდება ქონდა. როკის წინამორბედი გახლდათ როკ ნ’როლი რომელიც ამერიკაში წარმოიშვა.
 როკი მუსიკის უნიკალური ჟანრია, მასში შესაძლებელია შერწყმული იყოს ბლუზი, ქანთრი, ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთდროულად.

            როკმა ცვლილებები 1980-იან წლებში განიცადა და ის მუდამ იცვლება და ვითარდება, თუმცა კლასიკური როკი დღეს ძალიან იშვიათად იწერება. როკ ნ’როლის “მამად” ელვის პრესლია აღიარებული, თუმცა ბევრსიათვის საკამათოა შეიძლება თუ არა დიდი ელვისის როკთან დაკავშირება. ლოგიკურად შეიძლება, რადგან როკ ნ’როლი როკის პირვანდელი სახეა.
           როკს საკუთარი განვითარების მანძილზე ჰქონდა “ოქროს ხანად” აღიარებული პერიოდი, რომელიც 1963-1974 წლებია. ამ პერიოდს უკავშირება როკის გავრცელება დიდ ბრიტანეთში და ისეთი ლეგენდარული ჯგუფების დაარსება, როგორებიცაა როლინგ სთოუნზი და ბითლზი. ბრიტანულ როკს სოულის ელემენტები ამშვენებდა. როკის განვითარების შემდეგი ეტაპი ბლუზთანაა დაკავშირებული და როკ-ბლუზის აღიარებული მამა ერიკ კლაპტონი გახლავთ.
          1960-იან წლებში ბობ დილანმა ჩამოაყალიბა როკის ახალი მიმდინარეობა, რომელსაც ფოლკ-როკი ეწოდა, მან როკში პირველად შეიტანა ფოლკლორული ელემენტები.
 ბობ დილანის შემდეგ არენაზე გამოვიდა ჯიმი ჰენდრიქსი, სწორედ მის მუსიკასი შეიმჩნეოდა თანამედროვე როკის ელემენტები. ჰენდრიქსის შემდეგ იყო ზეპელინების ეპოქა.





        მართალია,დღეს აღარავინ დაობს იმაზე,რომ როკ-ენ-როლი და მასზე აღმოცენებული მუსიკა თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი მონაპოვარია,ისეთი ცნებები,როგორიცაა სექსი,ნარკოტიკები და როკი,თავის დროზე ისე გადაეჯაჭვა ერთმანეთს,რომ ეხლაც კი ხშირ შემთხვევაში სინონიმებად აღიქმება.

როკ მუსიკა არის პოპულარული მუსიკის ფორმა,წინ წამოწეული ვიოკალური მელოდიით,სადაც აკომპანიტედად გიტარა,დრამი და ბასი სდევს.როკ მუსიკის სტილი,კლავიშის მრავალ სახეობას იყენებს,როგორიცაა: ორღანი,პიანინო ან სინთეზატორი.მუსიკის ამ სტილს,ჩვეულებრივ ძლიერი ბიტი აქვს ფონად და ხშირადაა აწყობილი გიტარის მელოდეიბზე.მაღალ ქარიზმატულ შემსრულებელს ხშირად “როკ-ენ-როლის ღმერთს” უწოდებენ.



პანკ როკი
         პანკ როკი განვითარდა 1974-1976 წლებში,ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოში,მას საფუძველი ჩაუყარეს “Garage rock”-მა, (“Romanes” ,”Patt smith”),1976 წლის მიწურულს,ნიუ იორკში “Sex Pistols”-მა და “The Clash”-მა ლონდონში.იყო აღიარებული,როგორც ახალი მუსიკის ავანგარდული მოვლენა,შემდეგ წლებში ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში.პანკ როკი მალე აღიარეს,როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავარი კულტურული მოვლენა.




ბრიტანული როკ-ენ-როლი

       ბრიტნ როკი – არის მიმდინარეობა მუსიკაში,რომელიც აშშ-დან წამოსული როკ-ენდ-როლიდა და რითმ-ენდ-ბლუზის გავლენით წარმოიშვა.მასში ახალი ჟღერადობისა და მამოძრავებელი ძალის დამეტებით.ის,რაც როკ მუსიკას უნიკალურს ხდის,არის მისი უნარი მსმენელების გაერთიანების და აითვისოს ახალი გავლენები,რაც ბრიტანული ჯგუფებიდან წარმოიშვა 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისში.

 Garage rock

 1950 წლის დასასრულისთვის,ამერიკაში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ.1963 წელს “Garage band”-ის სინგლები,უკვე მოიცავდა მინიაპოლს და ინდიანას.