Tuesday, April 3, 2012

მოცარტის თავგადასავალი ჯუნგლებში, ანუ როგორ აღიქვეს ველურებმა მოცარტის სიმფონია?

         ეს მოხდა არც ისე შორეულ წარსულში. რამდენიმე ათეული წლის სინ ფრანგი მოგზაური და მკვლევარი ალან გეერბრანტი მდინარე ამაზონის ნაპირებზე მცხროვრებ ველურ მაკირიტარეს ტომს შეისწავლიდა.
        გაირკვა, რომ  ამ ტომის ბინადარნი მთლიანად მოწყვეტილნი ყოფილან ცივილიზაციას. მათ არ სცოდნიათ, თუ რა ხდება ჯუნგლის საზღვრებს მიღმა. არ იცოდნენ,  თუ რატომ ენაცვლება დღეს ღამე, რა არის ბორბალი, რისთვის არსებობს წიგნი, არც იმას უწყოდნენ რომ სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობდნენ და არა, ვთქვათ ჩრდილოეთ პოლუსზე. მოკლედ, ცხოვრობდნენ ისევე, როგორც ათეული და ასეული ათასი წლის წინათ პირველყოფილი ადამიანები.
         მოულოდნელმა აღმოჩენამ დიდად ჩააფიქრა ფრანგი მკვლევარი, მოგვიანებით კი ბევრი სხვა მეცნიერიც. მათ, ვისაც წაუკითხავთ წიგნი, ან უნახავთ კინოფილმი ინდიელებზე, ეცოდინებათ, რომ ინდიელები ერთობ თავშეკავებული, დინჯი ხალხია. ისინი ძნელად ავლენენ თავის ემოციებს : ვერც გაუსაძლის ტკივილს, ვერც ძლიერ გაბრაზებას და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც დიდ სიხარულს ძალუძს შეარყიოს ინდიელი მონადირე–მეომრის სიდინჯე. მისი სახის ნაკვთები თითქმის არ გამოხატავს კონკრეტულ ემოციას. ხოლო მოცარტის  26–ე სიმფონიამ  ინდიელების ატირება შეძლო . ფრანგმა მოგზაურმა, ალან გეერბრანტმა ექსპედიციაში თან წაიღო მუსიკალური ჩანაწერები,რათა ამ ადამიანებისათვის მოესმენინებინა სხვადასხვა სტილისა თუ ჟანრის მუსიკა. შედეგმაც არ დააყოვნა.
       ჯუნგლებში, ამ უჩვეულო კონცერტებზე სხვა საოცარი აღმოჩენების დაფიქსირებაც მოუწია ფრანგ მკვლევარს: სულ სხვაგვარად მიიღეს ინდიელებმა მოძრავი,საცეკვაო რიტმები ,ამ ჟანრს აბსოლუტურად გულგრილად შეხვდნენ.



    

No comments:

Post a Comment