Jazz

          
        ჯაზი მსოფლიოს ამერიკამ აჩუქა, აღნიშნული მუსიკალური მიმდინარეობა ისეა შესისხლხორცებული მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფოს კულტურასა და ხელოვნებასთან, როგორც ქართული ფოლკლორი და სუფრა ჩვენს რეალობაში, ჩვენს კულტურასა და ხელოვნებასთან. ჯაზი XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში წარმოიშვა და დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს გარშემო.
         მსოფლიო ჯაზის ერთ-ერთი პიონერი და დამაარსებელი ართ ბლექი ამბობდა: “არ იქნება ჯაზი, არ იქნება ამერიკა, ეს ყველაზე დიდი რამეა, რაც კი ჩვენ ქვეყანას აფრიკამ უსახსოვრა.” სწორედ, რომ აფრიკიდან გადმოსახლებულმა მოსახლეობამ შექმნა ჯაზი ამერიკაში, პირველი ქალაქი სადაც ამ მუსიკამ ფეხი აიდგა ახალი ორლეანი იყო. ამის შემდეგ ჯაზმა გავრცელება დაიწყო დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებისკენ, ქალაქ ჩიკაგოში კი 1915 წელს გაისმა პირველი ჯაზური მუსიკა.
 სახელწოდება “ჯაზი” პირველად აღნიშნულ მუსიკას, 1912 წელს ბეისბოლის კომენტატორმა უილიამ სლათერიმ უწოდა, ეს დასავლეთ სანაპიროზე გავრცელებული სლენგი ბევრ რამეს ნიშნავდა, მასში გართობა, სიამოვნება და ტკბობა იყო გაერთიანებული და ამის შემდეგ ჯაზს დაერქვა ჯაზი, აღნიშნული სახელწოდება ნიუ-იორკში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ისწავლეს. დღეს ამერიკა ჯაზის გარეშე და ჯაზი ამერიკის გარეშე წარმოუდგენელია.

           


კომერციული ჯაზი


            ვინაიდან,ამერიკაში,ცეკვა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ახალგაზრდების 
ცხოვრებაში,საფუძველი ჩაუყარა საცეკვაო მუსიკის განვითარებას.
 ევროპული წარმოშობის ვალსი, პოლკა და კოტილიონი 1910 წლამდე პოპულარულ სამეჯლისო ცეკვებად ითვლებოდა.
           ცეკვის ამ სახეობის შესასწავლად,მშობლებმა,ბავშვებს პირადი მასწავლებელიც კი აუყვანეს,რადგან ყველას არ ჰქონდა ცეკვის  შესწავლის ნიჭი,თვითონ ცეკვაც კი საკმაოდ რთული იყო.
            ამერიკაში დაბადებულმა ცეკვებმა – ფოქსტროტი, რეგი, “დათუნია გრიზლი”, ჩარლსტონი, ქუიქსტეპი და მრავალი სხვა, რომლებიც ბევრად უფრო მარტივი იყო შესასწვალად და მოძრაობებით,თანდათანობით შეცვალა ევროპული სამეჯლისო ცეკვა,ის მალევე გახდა ამერიკელების ეროვნული გატაცება.
 ჩეკვა ბიზნესის თვალსაზრისითაც საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა,რაც არ გამოპარვიათ რესტორნის მეპატრონეებს და კლიენტების მოზიდვის მიზნით,თავიანთ მუსიკოსებს დაავალეს საცეკვაო მელოდიებს დაკვრა,რათა რესტორანში ცეკცის საშუალება ყველას მისცემოდა (მანამდე იკრალებოდა რესტორანში ცეკვა).
             ცეკვით,ასე ფართოდ გატაცებამ გააქტიურება და ერთგვარი კონკურეცნია წარმოქმნა ხმისჩამწერ სტუდიებს შორის.ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასეთმა კონკურეტულმა გარემომ,ხელი შეუწყო,როგორც კლასიკური ჯაზის პოპულარიზაციას,ასევე გახდა მიზეზი,ჩამოყალიბებულიყო ე.წ “Show Business”-ი და ზოგადად პოპ-მუსიკის კულტურა.
 პოლ უაიტმენი – ეს არის ადამიანი,რომელიც ითვლება პოპ-მუსიკის ფუძემდებლად,მას მრავალ კონცერტბეში და რადიო-შოუებში მიუღია მონაწილეობა.სწორედ მან შეძლო ორკესტრი დაუკავშირებინა ბიზნესისთვის,რაც წარმატებით გამოუვიდა და დიდი წარმატებას მიაღწია საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.უიტმენთან არის დაკავშირებული,საესტრადო ხელოვნების “Commercial Jazz”-ის(კომერციული ჯაზი) დაარსება.
                მიუხედავ იმისა,რომ უინსტონმა ეს ყველაფერი კომერციული მიზნებისთვის გააკეთა,მან ბევრი იშრომა,რათა მუსიკას თავისი ხიბლი და მიმზიდველობა არ დაეკარგა.მათ მიერ შესრულებული მუსიკა უდიდესი გემოვნებით, ოსტატობით, მაღალი დონით გამოირჩეოდა.მან ნიადაგი მოუმზადა საესტრადო მუსიკის ერთ-ერთ სახეობას,რომელმაც შემდეგ წლებში თავისით მოიოპვა აღიარება და პოპულარობა,დღეს მას “Pop music”-ს უწოდებენ.

შემსრულებლები: Paul Whiteman, Jean Goldkette, Chick Webb, Glenn Miller, Jimmie Dorsey, Russ Morgan.