განმარტება

მუსიკა   არის ხელოვნების  სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით  და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება,კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.


          უნდა აღინიშნოს,რომ ხელოვნების თითოეულ დარგს, ნაწარმოების შინაარსის გადმოცემის განსხვავებული საშუალება გააჩნია.
          მაგალითად, ლიტერატურასა და პოეზიაში ნაწარმოების შინაარსი გადმოიცემა მხატვრული სიტყვის საშუალებით, მხატვრობაში– ფერებით. ქანდაკებაში – თიხით, ან ქვით, ხუროთმოძღვრებაში – ნაგებობათა მოხაზულობით, ქორეოგრაფიაში – ცეკვით, მუსიკაში – ნაწარმოებების შინაარსი გადმოივემა მუსიკალური ბგერების საშუალებით.
          სიმღერების,რომანსების, საგუნდო ნაწარმოებების შინაარსი მსმენელმა შეიძლება შედარებით ადვილად გაიგოს, რადგან აქ მუსიკა ჟღერს ტექსტან ერთად. საოპერო და საბალეტო ნაწარმოებებშიც შინაარსის გაგება ადვილია,რადგან მსმენელი უყურებს სცენას,სადაც მიმდინარეობს მოქმედება, მაგრამ საორკესტრო ნაწარმოებებში, რომელშიც შინაარსის გადმოცემა ხდება მხოლოდ მუსიკალური ბგერების მეშვეობით. ნაწარმოების აღქმა შეიძლება მუსიკალური ბგერების ჰარმონიული პალიტრის საშუალებით.
          ხელოვნების დარგები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.ხელოვნების მრავალსახეობის საფუძველია სამყაროს მრავალფეროვნება,ადამიანის მიერ მისი აღქმა.
       


მუსიკის ძირითადი ჟანრებია: 


ბლუზი ;  ელექტრონული ;  ვესტერნი ;  კამერული  მუსიკა ; კლასიკური მუსიკა ; კომიკური ოპერა;  მარში;   ოპერა ;  ოპერეტა;  პანკი;  პასტორალი;  პოპ მუსიკა;  რაფსოდია; რეგი;  რეპი;  როკ-მუსიკა ; მეტალი ;    სიმფონია;  სიმღერა;  სონატა;   სოული;  ტანგო; ქანთრი;  ხალხური;  ჯაზი; ჰიმნი.


მუსიკალური ნაწარმოების შესრულების ხერხები: 




         მუსიკალური ნაწარმოები სრულდება ადამიანის ხმით,ან სხვადასხვა მუსიკალური საკრავით, ანუ ინსტრუმენტზე, ამიტომ მუსიკალური ნაწარმოები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად სახეობად: 

  1. ვოკალური მუსიკა
  2. საკრავიერი,ანუ ინსტრუმენტული მუსიკა.
     
        ვოკალურ ნაწარმოებს ასრულებენ, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. არსებობს ქალთა და მამაკაცთა ხმების კლასიფიკაცია დიაპაზონის მიხედვით.
       ქალთა ხმები შემდეგნაირია: 
  1. კოლორატული სოპრანო – ყველაზე მაღალი ხმა
  2. სოპრანო – საშუალო ხმა
  3. მეცოსოპრანო –     დაბალი ხმა
  4. კონტრალტო – ყველაზე დაბალი ხმა 
       მამაკაცთა ხმები შემდეგნაირია:
  1. ტენორი– მაღალი ხმა
  2. ბარიტონი– საშუალო ხმა
  3. ბანი – დაბალი ხმა
   
             ბავშვთა სასიმღერო ხმებიც დიაპაზონის მიხედვით ორგვარი – ალტი და დისკანტი.
             როგორც ვოკალური, ისე ინსტრუმენტული ნაწარმოები შეიძლება შესრულდეს შემსრულებლის მიერ ცალკე, ან რამდენიმე შემსრულებლის მიერ ერთად.
            როდესაც ნაწარმოები სრულდება ერთი შემსრულებლის მიერ, ასეთ შესრულებას სოლო ეწოდება.
             მუსიკალური ნაწარმოების შესრულებას რამოდენიმე შემსრულებლის მიერ ერთდროულად – ანსამბლი ეწოდება. ანსამბლი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს "ერთად" .
           არსებობს ანსამბლის შესრულების სხვადასვა სახეები :
  • დუეტი – ორი შემსრულებელი
  • ტრიო– სამი
  • კვარტეტი– ოთხი
  • კვინტეტი – ხუთი
  • სექსტეტი– ექვსი
  • სეპტეტი– შვიდი
  • ოქტეტი – ტვა
  • ნონეტი– ცხრა
         ორი ან მეტი მუსიკალური ბგერის ერთი და იგივე სიმაღლის ერთდროულად ჟღერადობას უნისონი ეწოდება. ოქტავური უნისონია ერთნაირი ბგერების შეხამება სხვადასხვა ოქტავებში.
         მომღერათლა ჯგუფს, რომელიც ვოკალურ მუსიკას ასრულებს გუნდი ეწოდება.
გუნდი შეიძლება იყოს: ერთგვაროვანი – ქალთა ,მამაკაცთა, ბავშვთა ან შერეული. გუნდში არ შეიძლება იყოს 12 შემსრულებელზე ნაკლები, ხოლო დიდი შერეული გუნდი 100–120 მომღერალს აერთიანებს. საზეიმო ცერემონიალის დროს ხშირად გამოდის გაერთიანებული გუნდი, რომელშიც რამდენიმე ასეული მომღერალი მონაწილეობს.


         შერეული გუნდის ძირითადი შემადგენლობა შემდეგნაირია:
ქალთა ხმები– სოპრანო, ალტი.
მამაკაცთა ხმები– ტენორი, ბანი.


           კაპელა – პროფესიული საგუნდო კოლექტივია. კაპელა იტალიური სიტყვაა, იგი აღნიშნავდა კათოლიკურ ეკლესიაში იმ ადგილს, სადაც მომღერალთა ჯგუფი იდგა. შემდგომში ეს სახელი თვით მომღერალთა ჯგუფს ეწოდა, ხოლო მათ მიერ შესრულებული საგალობლები გულისხმობდა საგუნდო მუსიკალუი ნაწარმოების შესრულებას ინსტრუმენტის თანხლების გარეშე.ა.კაპელა – ე.ი. როგორც კაპელაში ანუ ინტრუმენტული თანმხლების გარეშე.


      ორკესტრი– ბერძნული სიტყვაა . ასე უწოდებდნენ ძველ ბერძნულ თეატრში, მუსიკოსთათვის განკუთვნილ ადგილს. თანამედროვე გაგებით, ორკესტრი არის დიდი ჯგუდი, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა საკრავზე შემსრულებელი მუსიკოსები. ეს ჯგუფი ასრულებს სპეციალურად ორკესტრისთვის დაწერილ ნაწარმოებს.
       შემადგენლობის მიხედვით ორკესტრი შეიძლება იყოს : სიმფონიური, სასულე,ხალხურ საკრავთა,საესტრადო და სხვ.
       თანამედროვე მუსიკალურ პრაქტიკაშ, ორკესტრის ყველაზე გავრცელებულ და სრულყოფილ სახელს წარმოადგენს სინფონიური ორკესტრი, რომელმაც საბოლოო სახე მიიღო  XVIII საუკუნის მეორე ნახევარში  ( ჰაიდნის შემოქმედებაში) .
        სიმფონიური ორკესტირს, საოპერო და საგუნდო კოლექტივების მიერ ნაწარმოების შესრულებას ხელმძღვანელობს დირიჟორი. დირიჟორი ჟესტიკულაციის ზუსტი გამოყენებით განაპირობებს საკრავთა ხალკეული ჯგუფის, მომღერლებისა და ორკესტრის შეთანხმებულ მოქმედებას. გარდა ამისა, სირიჟორის ძირითადი მოვალეობაა, მუსიკალური ნაწარმოების შინაარსის სწორი მაღალმხატვრული გადმოცემა.
        ნოტებს, რომელთაც დირიჟორი ხელმძღვანელობს ორკესტრს ან გუნდს, პარტიტურა ეწოდება. პარტიტურაში გარკვეული თანმიმდევრობით არის განლაგებული თითოეული ხმის ან საკრავის პარტიები.
   ნოტებს, რომლითაც  გუნდის ან ორკესტრის თითოეული წევრი ასრულებს  ნაწარმოებს – პარტია ეწოდება.