Classic

              "კლასიკური" ლათინური სიტყვაა და სანიმუშოს ნიშნავს. ეს ერთგვარი შექებაცაა, მაგრამ ტერმინს "კლასიკური" მუსიკოსები მიმართავენ არა იმისათვის, რათა შეაქონ ვინმე, ან რაიმე, არამედ ეს ტერმინი მუსიკის სიძველისა და ღირსების მაჩვენებელიცაა.
              კლასიკურია მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შექმნილია წარსულში, ათეული ან ასეული წლის წინ, მაგრამ თავისი მხატვრული ღირებულება დღესაც არ დაუკარგავს, დღესაც აგრძელებს არსებობას და სიამოვნებას ანიჭებს მსმენელს.
             ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: " დღეს , ჩვენს ეპოქაში შექმნილი მუსიკა თუ გახდება მომავალში კლასიკური, თუ გააგრძელებს არსებობას? " ძნელი მისახვედრი არაა, ალბათ, ასეც იქნება. 
              ტერმინს "კლასიკური" ფართო გამოყენება აქვს : კლასიკოსებს ვუწოდებთ წარსულის საუკეთესო,რჩეულ კომპოზიტორებს, ვსაუბრობთ კლასიკურ მუსიკალურ თხზულებებზე, კლასიკურ მუსიკალურ საკრავებზე, კლასიკურ ჯაზზე. ამრიგად, ყველაფერ კარგს, რამაც გაუძლო დროის მსვლელობას და აგრძელებს არსებობას, ვუწოდებთ კლასიკურს. 
             კლასიკური მუსიკის ოკეანეში არის განსაკუთრებული " კლასიკური კუნძული" – ვენის კლასიკოსები. ვენის კლასიკოსებს ვუწოდებთ უდიდეს კომპოზიტორებს, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში XVIII-XIX სს. ესენი არიან ჰაიდნი,მოცარტი, ბეთჰოვენი და გლუკი. 
 
 
                        
 ]
 
 

~ლუდვიგგ ვან ბეთჰოვენი













ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში.ადრეულ ასაკში  ისწავლა კლავესინზე, ორღანზე  და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს ვოლფგანგ მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში.
      1792-დან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა  ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და  სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონია, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: "პათეტიკური" (№ 8, 1799), "სამგლოვიარო მარშით" (№ 12, 1801), "მთვარის" (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I - 1798, II - 1798, III - 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (1801).მიუხედავად იმისა რომ ბეთჰოვენი ადრეული ასაკიდან დაყრუვდა,მან უამრავი სიმფონია  შექმნა.
         ბეთჰოვენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამოძრავებდა გენიალური შემოქმედებითი ნიჭი, მგზნებარე მეამბოხე ტემპერამენტი და უდრეკი ნებისყოფა. ბეთჰოვენის ქმნილებებში სრულყოფილად გამოიხატა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟიაზიული რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება, რომლის გამოც ბეთჰოვენს საფრანგეთის რევოლუციის "მუსიკალური სინდისი" უწოდეს.












ანტონიო ვივალდი


       ანტონიო ვივალდი დაიბადა 1678 წლის მარტს, ქალაქ ვენეციაში. პატარა ანტონიო დაბადებისთანავე მონათლეს. მეკვლევართა ვარაუდით, ახალშობილს ან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ან ეს დაკავშირებული იყო იმ მიწისძვრასთან, რომელიც ვივალდის დაბადების დღეს არყევდა ქალაქს. თუმცა, საეკლესიო ნათლობა მოხდა მისი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ.
        15 წლის ასაკში, 1693 წელს მან სწავლა დაიწყო სასულიერო სასწავლებელში და მაშინ მისი მიზანი იყო გამხდარიყო მღვდელი. 1703 წელს, 25 წლის ასაკში ის ეკურთხა კიდეც მღვდლად და მაშინ მისი მეტსახელი იყო ''Prete Rosso'', ანუ "წითელი მღვდელი", სავარაუდოდ მისი წითელი თმების გამო.
ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 1704 წელს, მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი ეთქვა სადღესასწაულო ლიტურღიის ჩატარებაზე. აქედან მოყოლებული ის თანდათან ჩამოცილდა აქტიურ პრაქტიკას, თუმცა მაინც რჩებოდა მღვდლად.
      1705 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული Opus 1, რომელიც მოიცავდა ორი ვიოლინოს 12 სონატას. 1709 წელს გამოიცა მეორე კრებული Opus 2.
1718 წელს ვივალდმა დაიწყო მოგზაურობა. მიუხედავად მისი ხშირი მოგზაურობისა Ospedale della Pietà თანახმა იყო მისთვის ხელფასი გადაეხადა, თუკი კომპოზიტორი მათ დაუწერდა თვეში ორ კონცერტს და ჩაატარებდა მეცადინეობას ხუთჯერ მაინც იმ დროს, როცა ვენეციაში იმყოფებოდა. ანგარიშსწორების ფურცლები გვაუწყებენ, რომ მან 1723-1733 წწ-ში მას 140 კონცერტის დაწერა აუნაზღაურეს.
       თავისი კარიერის ზენიტში კომპოზიტორმა დაწერა საქორწილო კანტანტა ''Gloria e Imeneo'' (RV 687), სპეციალურად ლუი XV-ის ქორწინებისადმი მიძღვნილი და La Cetra მიძღვნილი იმპერატორ ჩარლზ VI-სადმი.[1728 წელს ის პირადად შეხვდა იმპერატორს ტრიესტში, პორტის მშენებლობაზე ჩამოსულს. ჩარლზი ისე მოხიბლული იყო "წითელი მღვდლის" მუსიკით, რომ ის იმ დღეს იმაზე მეტი ესაუბრა კომპოზიტორს, ვიდრე ალბათ ყველა მინისტრს ორი წლის მანძილზე. მან ვივალდს მიანიჭა რაინდი წოდება, ოქროს მედალი და მიიწვია ვენაში. თავის მხრივ კომპოზიტორმა იმპერატორს გადასცა La Cetra-ს ხელნაწერის ასლი.