ოპერა

         მე–17 და მე–18 საუკუნეები ევროპული კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი ხანაა. ამ პერიოდის მუსიკალური კულტურის უდიდესი მონაპოვარია საოპერო ჟანრის ჩამოყალიბება და განვითარება.
          ოპერის სამშობლოდ ითვლება იტალია და იტალიური კულტურის მოწინავე ცენტრი– ფლორენცია,რომელიც საოპერო ხელოვნების პირველ კერად იქცა.
          პირველი ოპერა "დაფნა", რომლის მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ პერის, დაიდგა ფლორენციაში 1594 წელს. ეს წელი ითვლება ოპერის შექმნის ისტორიულ თარიღად. ამ ოპერის პარტიტურა არ არსებობს. ამ კომპოზიტორის მეორე ოპერაა  "ევრიდიკა", რომელიც 1600 წელს დაიდგა. პარტიტურამ ჩვენამდე მოაღწია, ამ ოპერას საფუძვლად დაედო ანტიკური ხანის მითი (თქმულება) ლეგენდარული მომღერლის ორფეოსის შესახებ.
           საოპერო ჟანრმა, ძალიან მალე მიიპყრო მუსიკოსებისა და მსმენელის ყურადღება და იტალიის მრავალ ქალაქში შეიქმნა დამოუკიდებელი საოპერო ხელოვნების ნიმუშები. ამ მხრივს დაწინაურდნენ ვენეციისა და ნეაპოლის საოპერო სკოლები. მე–17 საუკუნის მეორე ნახევარში, იტალიური საოპერო ხელოვნების განვითარებაშ წამყვან ადგილს იკავებს ნეაპოლური სკოლა,სწორედ აქ შეიქმნა იტალიური ეროვნული ოპერა–სერია(სერიოხული ოპერა) . ამ სკოლის მამამთავარი იყო კომპოზიტორი ა. სკარლატი, მისმა ოპერებმა (100–ზე მეტი) დიდი როლი შეასრულეს იტალიური საოპერო სკოლის განვითარების საქმეში. სკარლატმა თავის შემოქმედებაში ჩამოაყალიბა იტალიური ტიპის სამნაწილიანი უვერტიურა. მისი საუკეთესო ოპერებია "ოლიმპია", "ტამერლანი" .
          იტალიაში, ახლადშექმნილი საოპერო ხელოვნება ყველაზე ადრე გავრცელდა საფრანგეთში. აქ ოპერის სათავეებთან იდგა გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორი : ჟან ბატისტ ლიული. მისი ოპერებიდან აღსანიშნავია : " თეზეი", "არმიდა". 
           გერმანული ოპერის წარმომადგენლები ამ პერიოდში იყვნენ ჰენრიხ შუტცი და რეინგრარდ კაიზერი. ინგლისში – ჰენრი პერსელი. რუსეთში ოპერა მე–17 საუკუნის შუა წლებიდან გავრცელდა, თუმცა რუსული კლასიკური ოპერის დაბადების თარიღად ითვლება 1836 წელი, როდესაც დაიდგა რუსული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მ.გლინკას ოპერა "ივანე სუსანინი".
          ქართული კლასიკური ოპერის დაბადების თარიღად ითვლება 1919 წელი , ამ ჟანრის კლასიკური ნიმუში არის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა " აბესალომი და ეთერი".
         


      ოპერა– მუსიკალურ–დრამატული ჟანრის რთული სახეობაა,რომელშიც გაერთიანებული ხელოვნების რამდენიმე დარგი. მუსიკა – ვოკალური და ინსტრუმენტული ( ვოკალურს ოპერაში წამყვანი ადგილი უჭირავს,რადგან შინაარსის გადმოცემა ხდება სიმღერის საშუალებით). ინსტრუმენტული მუსიკა – ორკესტრის სახით თანმხლების ფუნქციას ასრულებს.
        ლიტერატურა – ოპერის ლიბრეტოს სახით, რომელის ოპერის სიუჟეტს გადმოსცემს, რის საფუძველზეც იქმნება შემდეგ მუსიკა.
        მხატვრობა– დეკორაციების, კოსტიუმების,გრიმის სახით.
        ქორეოგრაფია – ცეკვების სახით. 
        თეატრალური ხელოვნება– დრამატული მოქმედების ( თამაში ) სახით.

 მაგრამ ოპერაში გამოყენებული ხელოვნების ყველა დარგიდან წამყვანი ადგილი მუსიკას უჭირავს,იგი ოპერაში გამომხატველობის მთავარი საშუალებაა. სწორედ მუსიკის საშუალებით იხსნება მოქმედ გმირთა ხასიათები და ნაწარმოების იდეა.
       ჩვეულებრივ,საოპერო სპექტაკლი საორკესტრო შესავლით ისყება,რომელიც ფარდის გახსნამდე სრულდება. ასეთ შესავალს უვერტურა ეწოდება.
       საოპერო სპექტაკლი იყოფა მოქმედებებად ანუ აქტებად. ყოველი მოქმედება – აქტი, ცალკეული სცენების და ნომრებისაგან შედგება. მუსიკალური ნომრები არსებობს სოლო,სიმღერა,არია. 
     საოპერო ჟანრში აღსანიშნავია კომპოზიტორები: გლუკი, მოცარტი, ბეთჰოვენი, ვერდი, როსინი ,ვაგნერი, პუშინი, გლინკა, ჩაიკოვსკი, მუსორგსკი, არაყიშვილი, ფალიაშვილი, ბალანჩივაძე, დოლიძე, თაქთაქიშვილი და სხვ.