ერთ საღამოს მოცარტთან მივიდა შავებში ჩაცმული უცნობი და მუსიკალური ნაწარმოები დაუკვეთა. ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო, ვინაიდან იმ დროში , შეძლებული, წარჩინებული პირები, თვით მეფეებიც კი ხშირად მიმართავდნენ ცნობილ მუსიკოსებს, რათა შეექმნათ მუსიკალური ნაწარმოები საკუთარი სასახლის კარის ორკესტრისათვის, კაპელისათვის, ან კიდევ თეატრისათვის. მაგრამ მოცარტი დიდად გააოცა იმ ფაქტმა, რომ უცნობმა , გარდა იმისა, რომ არ დაასახელა ვინაობა, მისი დაკვეთაც უცნაური, ერთობ უჩვეულო იყო : რეკვიემი მისი უკანასკნელი ნაწარმოები გახდებოდა!
შემდგომში გაირკვა, რომ იდუმალების ბურუსით მოცული უცნობი ყოფილა დიდგვაროვანი წარჩინებულის – გრაფ ვალზეგის მოსამსახურე. გრაფს, თურმე, მოუსურვებია რეკვიემის შესრულება ცოლის გარდაცვალების გამო , და ამასთან , სურდა რეკვიემი საკუთარ ნაწარმოებად გაესაღებინა.
...1791 წელი... დეკემბრის ცივი საღამო იყო. ავადმყოფ მოცარტს მისი ერთგული მოწაფე და მეგობარი ფრანც კსავერ ზიუსმაიერი გვერდიდან არ შორდებოდა, მომაკვდავი კომპოზიტორი უხსნიდა, თუ როგორ დაესრულებინა რეკვიემი მისი გარდაცვალების შემთხვევაში.მოცარტი იმ საღამოს გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ გენიალური ქმნილება, რეკვიემი მართლაც მისმა მოწაფემ ავტორისეულ მითითებებზე,ესკიზებსა და ჩანაწერებზე დაყრდნობით დაასრულა.
https://georgianscorege.blogspot.com/
ReplyDelete